სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეული დიაგნოსტიკა

  • ამობეჭდვა

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2021 წლის პროგრამული ღონისძიება „სმენის თანდაყოლილი პათოლოგიის მეორეული დიაგნოსტიკა“  ითვალისწინებს პირველადი სკრინინგით გამოვლენილ სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მეორეულ სკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში მათ  ჩაღრმავებულ კვლევებს.

ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურება:

Ø     შიგნითა ყურის გამოკვლევა ანუ სმენის მეორეული სკრინინგი

Ø     შუა ყურის ინტაქტურობის დადგენა ტიმპანომეტრული გამოკვლევით

Ø     ტვინის ღეროს სმენის პასუხის მარტივ ტესტს (Auditory Brain Stem Response)

Ø     ზემოაღნიშნული კვლევებით სმენის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კომპიუტერულ აუდიომეტრიულ გამოკვლევას ტვინის ღეროს სმენის პასუხის რეგისტრაციის მეთოდით

 

ღონისძიების მოსარგებლეები:

Ø     ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული  ახალშობილები, რომელთაც პირველადი სკრინინგით გამოუვლინდათ სმენის დარღვევები (80 ბენეფიციარი)

 

სერვისის მიმწოდებული:    ტენდერით გამოვლენილი დაწესებულება

ღონისძიების ღირებულება  - 3 700 ლარი