ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ღონისძიება ,,ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში’’ ითვალისწინებს ორსულებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ადრეული გამოვლენის მიზნით მომსახურების ჩატარებას:

ინსტრუმენტულ–ლაბორატორიული გამოკვლევა – ულტრასონოგრაფია,

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური (თირეოტროპული ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი) გამოკვლევა,

ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ღონისძიებით მოსარგებლეა ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის" ანტენატალურ კომპონენტში ჩართული ორსულები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 თვეში მომსახურება გაეწია სულ 2367 ორსულს, მ.შ: ქალაქ ბათუმის ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში - 2211 ორსულს, ქობულეთში -103 და ხულოს სამედიცინო დაწესებულებაში -53-ს.

გამოკვლეულ ბენეფიციართა 70,8 % ჯანმრთელია, დანარჩენ 29,2% -ში გამოვლინდა ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგია

გალერეა