სამუშაო შეხვედრა წითელას მასიური გავრცელების პრევენციისათვის

  • 18 ივნ 2018
  • Print

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში წითელას მასიური გავრცელების პრევენციისათვის გატარებული ღონისძიებების შეფასებისა და დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ქალაქ ბათუმის იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები ესწრებოდნენ.
ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. წელს საქართველოში რეგისტრირებულია წითელას 2395 შემთხვევა, მ.შ. აჭარაში - 61. 
19 იანვარს გამოცემული მთავრობის განკარგულების შემდეგ, რომელიც წითელას საწინააღმდეგოდ დამატებითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს, აცრები ინტენსიური გახდა, თუმცა მაინც არასაკმარისია. აჭარის რეგიონში წითელას საწინააღმდეგო არაგეგმიური აცრის რაოდენობაა - 7 408 , მათ შორის აცრილია 19 წელზე მეტი ასაკის 5 556 პირი. დაბალია სამედიცინო პერსონალისათვის ჩატარებული წითელას სავალდებულო აცრების რაოდენობა - 2018 წელს 39, 2019 წელს -76.
შეხვედრის ფარგლებში იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად განიხილება საქართველოს მთავრობის N 16 განკარგულების „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01-6/ნ„სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ გაწერილი ვალდებულებების შესრულებისათვის დაგეგმილი ღონისძიებები: 
• ჯანმრთელობის სისტემაში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაციის ჩატარება;
• არასრულად აცრილი ან აუცრელი კონტინგენტის მოზიდვა და ვაქცინაცია;
• მოზრდილი მოსახლეობაში უცნობი აცრის სტატუსით წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარება.
მთავრობის განკარგულების თანახმად ერთჯერად სავალდებულო ვაქცინაციას ექვემდებარება:
• სამედიცინო პერსონალი, დაბადებული 1978 წლის შემდეგ აუცრელი ან უცნობი აცრის სტატუსით
• სკოლამდელი საგანმანათლებლო, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი, დაბადებული 1978 წლის შემდეგ აუცრელი ან უცნობი აცრის სტატუსით
• პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი; თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები;

Gallery