აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარის რეგიონში

  • 18 ივნ 2018
  • Print

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებთ სასტუმრო ,,ვინდჰემ ბათუმში" ჩატარდა კონფერენცია ,, აუტიზმის სპექტრის აშლილობა და გამოწვევები აჭარის რეგიონში’’.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საზოგადოების გააქტიურებას არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით; აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის აუცილებელი პროგრამების შექმნას, სერვისების განვითარებასა და გამართული ფუნქციონირებას.

კონფერენციის მონაწილეები იყვნენ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის, აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ბავშვთა ნევროლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ქცევითი ანალიტიკოსები. აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები, სამედიცისნო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები.

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი პრევალენტობით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.
აპრილის თვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, სლოგანთ - ცვლილებები აუტიზმისთვის.

აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას. იგი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომების სახით. არსებობს მრავალი გზა აღნიშნული სიმპტომების დაჯგუფების. აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.
აუტიზმი აღენიშნება 2-10 პიროვნებას ყოველ 10,000 ადამიანში. მთელ მსოფლიოში ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის მსგავსი დარღვევების მქონე ადამიანთა რიცხვი სამ-ოთხჯერ მეტია, ვიდრე რეგისტრირებული შემთხვევები.

Gallery