28.05.2024 ,ჯანმრთელობის გაკვეთილები" ბათუმის N10 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში დღეს საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის N10 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებთან გაიმართა.
,,ჯანმრთელობის გაკვეთილზე" ისაუბრეს ბავშვებში გავრცელებულ მავნე ჩვევებზე, მოზარდებში თამბაქოსა და მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელების რისკებზე, მათ მავნე ზემოქმედებაზე, პრევენციულ ღონისძიებებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.
მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო/საგანმანათლებლო ფლაერები და პოსტერები.

გალერეა