ნაწლავური აშლილობების დინამიკა აჭარაში 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით

  • 18 ივნ 2018
  • ამობეჭდვა

ზაფხულის სეზონზე, რეგიონში ფიქსირდება ნაწლავური აშლილობების რიცხვის მატება, ეპიდსეზონისათვის დამახასიათებელი დინამიკით.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე გასულ თვეებში. შემთხვევათა მატება პიკს აღწევა ივლისისა და აგვისტოს თვეში გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში.
დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია:

• წყლისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოება, საკვების თერმულად დამუშავებისა და შენახვის სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა

• პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების სათანადოდ, ხშირი დაბანა

გალერეა