დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ცენტრის თანამშრომლებისთვის.
ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა, შეაჯამა ზაფხულის სეზონის ეპიდემიოლოდიური სიტუაცია და დაავადებათა დინამიკა; ისაუბრეს ახალი პროექტის, ,,აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის'' მიმდინარეობის ორი თვის შედეგების შესახებ; განხილულ იქნა C ჰეპატიტის აქტიური ზედამხედველობის საკითხები; გრიპის სეზონისთვის მზადების მიზნით დაიგეგმა შეხვედრები ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის ორსულთა მეთვალყურეობის სამსახურის მედ.პერსონალთან; ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა ვიზიტები ქობულეთის მუნიციპალიტეტის N1, N3 და N6 საჯარო სკოლებში. ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თითოეული ღონისძიების მიმდინარეობაზე და ახალ გამოწვევებზე.
ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს ოპერატიული და პროფესიონალური მუშაობისთვის.